Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსის 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 913 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 913 პაციენტი

18/03/2022 06:52:51 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 913 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 331 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 623, „პისიარ“-ტესტით – 2 708.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 4,76%, ბოლო 14 დღის – 10,19%, ბოლო 7 დღის – 6,61%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 640 550 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 594 924 გამოჯანმრთელდა, 16 630 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 839 891 აცრა, დღიურად აცრილია 1 395.

ამასთან, 17 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 888 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 831 პაციენტი, გარდაიცვალა 17.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S