Accentnews.ge
"რუსეთის ეკონომიკა "თავისუფალ ვარდნაშია" - ბლინკენი

"რუსეთის ეკონომიკა "თავისუფალ ვარდნაშია" - ბლინკენი

18/03/2022 06:32:35 მსოფლიო

მიუხედავად იმისა, რომ სანქციებმა თავისი ეფექტურბა აჩვენა, რუსეთის ხელისუფლებას დრო სჭირდება, „გადაატრიალოს გამომრთველი“, –ამის შესახებ აშშ–ის სახელმწიფო მდიანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისი აზრით, უკრაინაში ომი ნაკლებად სავარაუდოა, ძალიან სწრაფად დასრულდეს და დროა საჭირო, სანქციებმა გავლენა მოახდინოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პოლიტიკაზე.

„ვფიქრობ, ჩვენ ტრაგიკულად მზად უნდა ვიყოთ, რომ ეს გარკვეული პერიოდი გაგრძელდება“,– განაცხადა ბლინკენმა.

ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ დასავლური სანქციები არა მხოლოდ ზიანს აყენებს რუსეთის ეკონომიკას, მეტიც, ახლა ის „თავისუფალ ვარდნაშია“.

„მაგრამ მათ (სანქციებს) ნაკლებად სავარაუდოა, რომ ექნებათ დაუყოვნებელი შემაკავებელი ეფექტი”, –დასძენს სახელმწიფო მდივანი. ”პრობლემა ის არის, რომ ის (პუტინი) არ აბრუნებს გამომრთველს... მათ სჭირდებათ დრო, გადააფასონ ყველაფერი, გამოთვალონ თავიანთი ინტერესები და დაინახონ, რომ რასაც აკეთებენ, არ შედის მათსავე ინტერესებში,” - აჯამებს ბლინკენი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S