Accentnews.ge
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი სამხედროების დედებს მიმართა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი სამხედროების დედებს მიმართა

18/03/2022 04:22:31 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი სამხედროების დედებს მიმართა და მოუწოდა, გადაამოწმონ, სად არიან მათი შვილები.

ზელენსკის თქმით, დაღუპულების გარდა, მათ ათასობით ტყვე ჰყავთ, ინფორმაციის მოძიება კი ინტერნეტში გავრცელებული ნომრების საშუალებით არის შესაძლებელი.

„ჩვენ არ გვჭირდებოდა 13 700 დაღუპული რუსი სამხედრო, ჩვენ მხოლოდ მშვიდობა გვსურს და გვინდა, რომ თქვენი შვილები უფრო მეტად გიყვარდეთ, ვიდრე თქვენი ხელისუფლების შიში გაქვთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ტყვეებს შორის წვევამდელებიც არიან, ნაწილი კი რუსეთში დაბრუნებაზე უარს აცხადებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S