
რუსმა მეცნიერმა თავი დაიწვა
11/09/2019 08:09:34 სხვა, მსოფლიო
რუსმა მეცნიერმა თავი დაიწვა. 79 წლის მეცნიერმა ალბერტ რაზინმა იჟევსკში, უდმურტეთის სახელმწიფო საბჭოს შენობასთან ჯერ აქცია გამართა, სადაც უდმურტული ენის შენარჩუნების მოთხოვნით პლაკატით იყო მისული, შემდეგ კი ცეცხლი წაიკიდა. მისი გადარჩენა მაშველებმა სცადეს, თუმცა მეცნიერი საავადმყოფოში გარდაიცვალა.