
პუტინის ომში კიდევ ერთი რუსი პოლკოვნიკის დაღუპვის შესახებ იუწყებიან
17/03/2022 20:26:22 ევროპა
უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლის დროს დაიღუპა საჰაერო სადესანტო პოლკის მეთაური კოსტრომადან, პოლკოვნიკი სერგეი სუხარევი,– იუწყება რუსული "Кострома", BBC–ს რუსული სამსახური, უკრაინელი სამხედრო ბლოგერი ანატოლი შტირლიცი.
რუსეთის სახელმწიფო მედიამ სუხარევთან ერთად საჰაერო ძალების კიდევ ოთხი სამხედროს დაღუპვა აღიარა: კაპიტანი ალექსეი ნიკიტინი, კაპრალი იური დეგტიარეევი, სერჟანტი ალექსანდრე ლიმონოვი, სერჟანტი სერგეი ლებედევი.
როგორც ВВС აღნიშნავს 331–ე სადესანტო პოლკი, რომელსაც სუხაევი ხელმძღვანელობდა, მონაწილეობდა ჩეჩნეთის ორივე და რუსეთ საქართველოს 2008 წლის ომებში.
სუხარევმა პოლკის სარდლობა 2021 წელს მიიღო.
საჰაერო სადესანტო ჯარები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ცალკეული განშტოებაა და ჯარში „ელიტარულ“ ქვედანაყოფად ითვლება.