Accentnews.ge
„რუსები მარიუპოლის დაბომბილი თეატრიდან ხალხის გამოყვანის შესაძლენლობას არ იძლევიან“ – „აზოვი“ [ფოტო]

„რუსები მარიუპოლის დაბომბილი თეატრიდან ხალხის გამოყვანის შესაძლენლობას არ იძლევიან“ – „აზოვი“ [ფოტო]

17/03/2022 19:09:56 ევროპა

ოკუპანტები მარიუპოლის დრამატული თეატრის ნანგრევებიდან მოქალაქეებს ამოყვანის შესაძლებლობას არ იძლევიან,– იუწყება უკრაინის სპეს–დანიშნულების ჯგუფი „აზოვი“.

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, რომელთაც ოკუპანტების მიერ განადგურებული მარიუპოლის დრამატული თეატრის ნანგრევებიდან მოქალაქეების ამოყვანა სცადეს, მტრის ცეცხლის ქვეშ მოჰყვნენ.

რუსებმა არამარტო ჩამოაგდეს ორი სუპერძლიერი ბომბი შენობაზე, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმალებოდნენ, ასევე არ უშვებენ ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების დახმარების შესაძლებლობას“,– იუწყება „აზოვი“.

თავდასხმისას შენობაში 800–მდე ადამიანი იმყოფებოდა სარდაფში,– ამბობს ქალი, რომელიც დრამატულ თეატრში დამალული ადამიანებისთვის საკვებს ამზადებდა.

მისი თქმით, 100-მდე ადამიანი გაიქცა, დანარჩენები კი - ნანგრევების ქვეშ მოყვნენ.

ქალის თქმით, სცენის ქვეშ იყო სარდაფი, სადაც ხალხი იმალებოდა და ბომბი კი სცენაზე დაეცა.

შეგახსენებთ, რომ დრამატულ თეატრზე თავდასხმა განხორციელდა მიუხედავად გამაფრთხილებელი ნიშანისა, რომ იქ ბავშვები იმყოფებოდნენ.

იტალიის კულტურის სამინისტრომ თეატრის აღდგენის სურვილი გამოთქვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S