ბაიდენმა პუტინს "სისხლიანი დიქტატორი" და "პირწავარდნილი ყაჩაღი" უწოდა – CNN
17/03/2022 18:51:55 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს "სისხლიანი დიქტატორი" და "პირწავარდნილი ყაჩაღი" უწოდა,– ამის შესახებ, CNN–ის ცნობით, ბაიდენმა ხუთშაბათს წმინდა პატრიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა.
გამოცემა წერს, რომ ბაიდენმა კაპიტოლიუმის ბორცვზე ირლანდიის მეგობრებისთვისგამართულ ყოველწლიურ ვახშამზე პუტინს უწოდა "სისხლიანი დიქტატორი, პირწავარდნილი ყაჩაღი, რომელიც ამორალურ ომს აწარმოებს უკრაინის ხალხის წინააღმდეგ".
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერით ბაიდენმა თქვა, რომ ირლანდიაც „იხდის დიდ ფასს“ წვლილისთვის, რომელსაც მან „არამცირე“ უწოდა.
”ნეიტრალური ქვეყანა, ირლანდია, გაძლიერდა და ისინი იღებენ დარტყმას იმისთვის, რასაც აკეთებენ”, - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ოთხშაბათს ბაიდენმა პირველად უწოდა პუტინს "ომის დამნაშავე".


