Accentnews.ge
მაკრონი: "მზად უნდა ვიყოთ ომისთვის, რომელიც შეიძლება, ევროპაში დაბრუნდეს“

მაკრონი: "მზად უნდა ვიყოთ ომისთვის, რომელიც შეიძლება, ევროპაში დაბრუნდეს“

17/03/2022 18:06:57 ევროპა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში წინასაარჩევნო ღონისძიებაზ განაცხადა, რომ ქვეყანა მაღალი ინტენსივობის ომისთვის უნდა მოემზადოს, რომელიც შესაძლოა, ევროპის კონტნენტზე დაბრუნდეს,– იუწყება Liberation.

გამოცემის ცნობით, მაკრონმა დააანონსა, რომ საფრანგეთის თავდაცვის ბიუჯეტი 2025 წლისთვის 50 მილიარდ ევრომდე გაიზრდება. ამჟამად ის 40 მილიარდ ევროზე ოდნავ მეტია.

მაკრონის ხედვით, ახალი ტიპის კონფლიქტების ფონზე, საფრანგეთს მოქნილობა სჭირდება კოსმოსსა და კიბერსივრცეში.

მაკრონმა განაცხადა, რომ მას სურს, „ინვესტიცია განახორციელოს მოწინავე ტექნოლოგიებში და გაზარდოს ინვესტიციები, რათა მზად იყოს მაღალი ინტენსივობის ომისთვის, რომელიც შეიძლება, დაბრუნდეს ჩვენს კონტინენტზე“.

ამასთან, გამოცემის ცნობით, პრეზიდენტმა გამოაცხადა შეიარაღებულ ძალებში რეზერვისტების რაოდენობის გაორმაგების, ხოლო პოლიციისა და ჟანდარმერიის შემადგენლობის ზრდის შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S