Accentnews.ge
„შოიგუმ ზელენსკის რუსეთის „კულტურული დღის წესრიგიდან“ ამორიცხვა ბრძანა" – "მედიაზონა"

„შოიგუმ ზელენსკის რუსეთის „კულტურული დღის წესრიგიდან“ ამორიცხვა ბრძანა" – "მედიაზონა"

17/03/2022 17:45:25 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ წერილი გაუგზავნა რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის რუსეთის „კულტურული დღის წესრიგიდან“ ამორიცხვის მოთხოვნით,– იუწყება რუსული გამოცემა „მედიაზონა“ წყაროზე დაყრდნობით, რომელმაც ჟურნალისტებს წერლი ფოტოასლის სახით მიაწოდა.

„ამ პირთა პოპულარიზაცია არსებულ პირობებში არ უწყობს ხელს ქვეყნის ხელმძღვანელობისა და თავდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას“,– ნათქვამია წერილში.

შოიგუმ ანალოგიური ზომების მიღება მოითხოვა პროდიუსერ ალექსანდრე როდნიანსკისთან მიმართებითაც, რომელიც აქტიური წინააღმდეგია რუსეთის უკრაინაში შეჭრის.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი 24 თებერვლიდან უმოწყალოდ ბომბავს უკრაინის ქალაქებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა. კრემლი ამ ომს „სპეციალურ ოპერაციას“ უწოდებს და მისი სხვაგვარად მოხსენიება რუსეთში, რომელიც დღითიდღე მეტად ექცევა იზოლაციაში, დასჯადი ქმედებაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S