Accentnews.ge
გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა

გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა

17/03/2022 17:18:10 ევროპა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა,– ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე იუწყება.

გენერალი ლორთქიფანიძე უკრაინაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. არსებული ინფორმაციით, ბოლოს უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მრჩევლის პოზიცია ეკავა.

მის წინააღმდეგ საქართველოში ორი საქმეა აღძრული: 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დარბევის და 2021 წელს მიხეილ სააკაშვილისთვის დახმარებას საქართველოში საზღვრის უკანონოდ კვეთაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S