
რუსებმა $213 მილიარდამდე დამალეს შვეიცარიის ბანკებში – Reuters
17/03/2022 15:32:54 ევროპა
შვეიცარიის ბანკში 213 მილიარდი დოლარის რუსული კაპიტალი ინახება, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კი ამ აქტივების გაცნობის იშვიათ შესაძლებლობას იძლევა,– წერს Reuters.
შვეიცარიის ბანკირების ასოციაციის (SBA) შეფასებით, ბანკები ოფშორულ ანგარიშებზე 150-დან 200 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკის (213 მილიარდი დოლარი) ფარგლებში ინახავენ თავიანთი რუსი კლიენტების ფულს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მდიდარი რუსების ბიზნესის მასშტაბი შვეიცარიულ ბანკებთან, ოფშორული გამდიდრების მსოფლიოს უდიდეს ცენტრთან, ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე საბალანსო რისკები, რომლის დეტალიზირებაც ზოგიერთმა ფინანსურმა ფირმამ დაიწყო.
ინფორმაცია SBA – შვეიცარიისთვის, რომელმაც რომელმაც უარყო მრავალი წინა მოთხოვნა გამჭვირვალობის შესახებ, იშვიათობაა. თუმცა გადადგა უჩვეულო ნაბიჯი და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა რუსული ფულის წინააღმდეგ.
შვეიცარიაში ახლა იწვება დებატები რუსებზე ზეწოლის გაზრდის შესახებ. მატეა მაიერი, სოციალ-დემოკრატების თანათავმჯდომარე, ითხოვს შეზღუდვების დაწესებას ვლადიმირ პუტინის და მის მთავრობასთან დაახლოებული პირების საკუთრებაზე:
"შვეიცარიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ფულის „ონკანები“ გადაკეტოს“.
„რუსი კლიენტების შენახული აქტივების წილი სავარაუდოდ, წარმოადგენს შვეიცარიის ბანკებში დეპონირებული ტრანსსასაზღვრო აქტივების მთლიანი მოცულობის დაბალ ერთნიშნა პროცენტულ მაჩვენებელს“,– აცხადებს SBA.
16 მარტს შვეიცარიამ მიიღო გაიზიარა ევროკავშირის დამატებითი სანქციები რუსი ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ.