Accentnews.ge
"არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო": სანქცირებული რუსი მილიარდერის ჩივილი

"არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო": სანქცირებული რუსი მილიარდერის ჩივილი

17/03/2022 14:45:44 ევროპა

„ალფა ჯგუფის“ დამფუძნებელმა მიხეილ ფრიდმანმა, რომელიც ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა, განაცხადა, რომ რუსი მილიარდერების წინააღმდეგ სანქციები არასწორი მისამართით შემოიღეს, რადგან ბიზნესმენებს არ აქვთ გავლენა ქვეყნის ხელმძღვანელობაზე.

სანქციების გამო ფრიდმანის საკრედიტო ბარათები გაყინულია, ხოლო „გონივრული“ ხარჯებისთვის – თვეში დაახლოებით 2,5 ათასი ფუნტის თაობაზე ნებართვა უნდა მოითხოვოს.

"არ ვიცი როგორ ვიცხოვრო. ნამდვილად არ ვიცი", - განუცხადა მან Bloomberg–ის კორესპონდენტს.

მისი აზრით, ევროკავშირში არ ესმით, როგორ ფუნქციონირებს რუსეთში ძალაუფლების სისტემა:

„ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს თუ ჰგონიათ, რომ მე შემიძლია, ბატონ პუტინთან მივიდე, ვთხოვო ომის შეწყვეტა და ეს იმუშავებს, მაშინ დიდ უბედურებაში ვართ. ეს ნიშნავს, რომ ამ ხალხს არ ესმის, როგორ მუშაობს რუსეთი და ეს მომავლის საფრთხეა“.

მისი თქმით, ბიზნესმენების პირადი შეხვედრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, რომელიც შედგა 24 თებერვალს, ცოტას ამბობს გავლენის შესახებ და არ უნდა გახდეს სანქციების მიზეზი.

„დისტანცია პუტინსა და ძალაუფლების მქონე ყველა პირს შორის იმხელაა, რამხელაც მიწასა და კოსმოსს შორის. ომის წინააღმდეგ პუტინისთვის რაიმეს თქმა, ვინც არ უნდა იყოს, თვითმკვლელობა იქნება“, - თქვა ფრიდმანმა.

ფრიდმანს არ უთქვამს უარი რუსული აქტივებზე, რადგან ეს მისი თქმით, რთულია და ასევე „გრძნობს ემოციურ კავშირს იმ ბიზნესთან, რომელიც მან ააშენა“.

გამოცემა იხსენებს, რომ ფრიდმანი ბორის ელცინის პრეზიდენტობის დროინდელი შვიდი ოლიგარქიდან ერთ-ერთია, რომელთაც რეალური გავლენა მოახდინეს კრემლის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.

ფრიდმანი დასავლეთ უკრაინაში დაიბადა და იქ ცხოვრობდა პირველი 17 წელი, მისი მშობლები ჯერ კიდევ ლვოვში ცხოვრობენ.

Forbes მის ქონებას 15,5 მილიარდ დოლარად აფასებს. გარდა ამისა, ფრიდმანი ითვლება მე-11 უმდიდრეს ადამიანად ბრიტანეთში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S