Accentnews.ge
კრემლი არ აპირებს ომის შესახებ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას

კრემლი არ აპირებს ომის შესახებ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას

17/03/2022 14:25:32 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს, შეასრულოს საერთაშორისო სასამართლოს პირველი გადაწყვეტილება უკრაინაში ომის შესახებ.

"ჩვენ ვერ გავითვალისწინებთ ამ გადაწყვეტილებას. საერთაშორისო სასამართლოს აქვს ისეთი გაგება, როგორიცაა "მხარეთა თანხმობა". აქ ვერანაირი თანხმობა ვერ იქნება. ამ შემთხვევაში ეს ისაა, რომელსაც მხედველობაში ვერ მივიღებთ“,– განაცხადა პესკოვმა.

16 მარტს ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთი დაავალდებულა, შეწყვიტოს 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებები, რომლის გამოცხადებული მიზანი იყო ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში გენოციდის „პრევენცია და დასჯა“.

რუსეთმა უარი თქვა ჰააგის სასამართლოში თავის დაცვაზე.

რაც თავად პროცესის მიმდინარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S