
ჩერნიგოვზე მორიგ თავდასხმას აშშ–ის მოქალაქე ემსხვერპლა
17/03/2022 13:41:44 ევროპა
17 მარტს ჩერნიგოვის ცენტრზე განხორციელებულ საჰაერო შეტევას მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში მოჰყვა, მათ შორის არის აშშ–ის მოქალაქე,– იუწყება ჩერნიგოვის პოლიცია.
„ოკუპანტებმა მორიგ ჯერზე შეუტიეს მძიმე არტილერიით უიარაღო მოქალაქეებს. არიან დაჭრილები და დაღუპულები. დაღუპულებს შორის აშშ–ის მოქალაქეა“,– ნათქვამია შეტყობინებაში.
პოლიციელები დაშავებულების საავადმყოფოში გადაყვანას ცდილობენ.
ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ და აფიქსირებენ სამხედრო დანაშაულის მტკიცებულებებს.
ქალაქში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა ჩერნიგოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ჩაუსმაც.
მისი თქმით, ოკუპანტები აგრძელებს სისტემურ საარტილერიო და საჰაერო თავდასხმებს რეგიონულ ცენტრზე, ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
16 მარტს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩერნიგოვის დაბომბვის შედეგად სულ მცირე 53 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 13 პურის რიგში.