ინდოეთი რუსეთის ენერგორესურსების შესყიდვას დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით აპირებს – მედია
17/03/2022 13:30:06 მსოფლიო
ინდოეთის ცენტრალური ბანკი რუსეთთან აწარმოებს მოლაპარაკებას რუბლსა და რუპიაში ანგარიშსწორების შესახებ, რაც მას სანქცირებულ რუსეთთან ვაჭრობის შესაძლებლობას მისცემს,– წერს Financial Times.
„მოლაპარაკებებით, რომელიც ინდოეთს რუსული ენერგომატარებლების და სხვა პროდუქტის შეძენის საშუალებას მისცემს, რისკავს გააბრაზოს ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები, რადგან ისინი ცდილობენ მოსკოვის დასჯას უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო“,– აღნიშნავს გამოცემა და დასძენს, რომ გავლენიანმა ბანკირმა, რომელმაც მოლაპარაკებების შესახებ აცნობა გამოცემას, ამბობს, რომ ინდოეთის სარეზერვო ბანკი კონსულტაციებს უწევს მთავრობას და სახელმწიფო ბანკებს, რათა შეაფასონ რუპიასა და რუბლში საჭირო გადახდების მასშტაბი და თუ რომელი ბანკები შეძლებენ ასეთი სერვისების მიწოდებას.
„ჩვენ მივმართეთ მთავრობას, მიაღწიოს „რუპია–რუბლის შეთანხმებას. მთავრობა მუშაობს და ვფიქრობთ, ძალიან მალე მივიღებთ“,– უთხრა Financial Times-ს ინდოეთის საექსპორტო ორგანიზაციების ფედერაციის პრეზიდენტმა საქტიველმა.
ინდოეთის ფინანსთა სამინისტრომ, სარეზერვო და სახელმწიფო ბანკებმა და უმსხვილესმა საჯარო კრედიტორმა უარი თქვეს კომენტარზე. მოსკოვში ინდური ბიზნეს ალიანსის პრეზიდენტმა სემი კოტვანმა კი შესაძლო მექანიზმი ასე აღწერა: „მე შემიძლია, რუბლი მივცე სბერბანკს, მათ კი რუპიები მომცენ ინდოეთში“.


