რუსეთი ბოსნიას "უკრაინული სცენარის" განმეორებით ემუქრება
17/03/2022 12:53:57 მსოფლიო
რუსეთის ელჩი ბოსნია და ჰერცეგოვინაში იგორ კალაბუხოვი დაემუქრა ქვეყანას ნატო–ს წევრობის სურვილის კონტექსტში, მოახდინოს რაგირება მოსკოვის უფლებებზე.
„უკრაინის მაგალითზე ვაჩვენეთ, ჩვენ რას ველით. თუ საფრთხე იქნება, ჩვენ რეაგირებას მოვახდენთ“,– განაცხადა კალაბუხოვმა ბოსნიური ტელეარხის ეთერში და დასძინა, რომ მოსკოვი რეაგირებას „სტრატეგიული და გეოპოლიტიკური სიტუაციის გაანალიზებით“ მოახდენს.
ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარემ ჟელიკო კომშიჩმა დაგმო რუსეთის ელჩის განცხადება და განაცხადა, რომ ქვეყნის ნატო–ში გაწევრიანება შეიძლება, იყოს მხოლოდ ბოსნია და ჰერცეგოვინის და ინსტიტუტების გადაწყვეტილება და არა „ბოსნია და ჰერცეგოვინაზე თავდასხმის მიზეზი“.
ქვეყანა ნატო-ს წევრობის კანდიდატია, მას სამოქმედო გეგმა 2010 წელს მიენიჭა, ხოლო მისმა სერბულმა ნაწილმა სამხედრო ნეიტრალიტეტი გამოაცხადა 2017 წელს.


