
მოლდოვა დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების გაყვანას მოითხოვს
17/03/2022 11:10:27 ევროპა
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების გაყვანას მოითხოვს.
უკრაინული მედიის ცნობით, სანდუმ ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ დნესტრისპირეთის რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარებაზე საუბრისას განაცხადა.
მანამდე ევროპის საბჭო დნესტრისპირეთს რუსეთის ფედერაციის „ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფად“ მოიხსენიებდა.
სანდუს თქმით, ოკუპაციის აღიარება უკრაინაში არსებულ ვითარებას უკავშირდება და თქვა ისიც, რომ იგი დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების გაყვანას ყოველთვის ითხოვდა.
მოლდოვის მიერ საბჭოთა კავშირიდან გამოსვლისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დნესტრისპირეთში 1992 წელს დაიწყო სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტი. კონფლიქტი სამხრივი შეთანხმებით (მოლდოვა, დნესტრისპირეთი, რუსეთი) დასრულდა, რის შემდეგაც, მოლდოვაში რუსული სამშვიდობო კონტიგენტი განთავსდა და დღემდე რჩება.