Accentnews.ge
ტრასი: „ძალიან ძლიერი მტკიცებულებები არსებობს, რომ ჩადენილია ომის დანაშაულები და მათ უკან ვლადიმირ პუტინია“

ტრასი: „ძალიან ძლიერი მტკიცებულებები არსებობს, რომ ჩადენილია ომის დანაშაულები და მათ უკან ვლადიმირ პუტინია“

17/03/2022 10:57:46 ევროპა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლიზ ტრასის განცხადებით, არსებობს ძალიან, ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ომის დამნაშავეა. ამის შესახებ ბრიტანელმა დიპლომატმა BBC-სთან ისაუბრა.

„ძალიან ძლიერი მტკიცებულებები არსებობს, რომ ჩადენილია ომის დანაშაულები და მათ უკან ვლადიმირ პუტინია“, – განაცხადა ტრასმა.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო აგროვებს მტკიცებულებებს, რათა პუტინმა ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი აგოს.

მანამდე პუტინს ომის დამნაშავე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უწოდა. პუტინი დამნაშავედ ცნო ამერიკის სენატმაც.

22–ე დღეა, რუსეთი უკრაინაში უმოწყალოდ ბომბავს მათ შორის სახლებს, საავადმყოფოებს, სკოლებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S