რუსეთსა და ბელარუსს შორის მოქალაქეთა გადაადგილებაზე შეზღუდვები იხსნება
17/03/2022 10:46:41 მსოფლიო
რუსეთსა და ბელარუსს შორის მოქალაქეთა გადაადგილებაზე ყველა შეზღუდვა იხსენაბა,– ამის შესახებ რუსეთის პრემიერ–მინისტრმა განაცხადა მიხეილ მიშუსტინმა.
მისი თქმით, 18 მარტიდან რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსს შორის მოქალაქეების გადაადგილებაზე შეზღუდვები არ იარსებებს.
„პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეთანხმებულ იქნა რუსეთსა და ბელარუსს შორის გადაადგილების შეზღუდვების მოხსნის საკითხები“,– განაცხადა მიშუსტინმა.


