Accentnews.ge
იაპონიის მახლობლად ოთხი რუსული სადესანტო ხომალდი დააფიქსირეს

იაპონიის მახლობლად ოთხი რუსული სადესანტო ხომალდი დააფიქსირეს

17/03/2022 10:25:44 მსოფლიო

იაპონიის მახლობლად ოთხი რუსული სადესანტო ხომალდი გადაადგილდება, რომლებიც სავარაუდოდ, დასავლეთისკენ მიემართებიან,–იუწყება იაპონური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

იაპონური მედია წერს, რომ სადესანტო ხომალდებზე, რომლებიც საექსპედიციო ძალების ნაპირზე გადასასხმელად გამოიყენება, ჩანს სამხედრო სატვირთო მანქანები.

„ჩვენ არ ვიცით, საით მიემართებიან, მაგრამ მათი მიმართულება ბადებს ვარაუდს, რომ ისინი შესაძლოა, უკრაინის მიმართულებით მიდიოდნენ“, – განაცხადეს იაპონიის თავდაცვის სამინისტროში.

იაპონელმა სამხედროებმა რუსული სამხედრო ხომალდები პირველად 16 მარტს შენიშნეს, რომლებიც წყნარი ოკეანიდან იაპონიის ზღვაში ცურუგას ვიწრო სრუტით შევიდნენ.

იაპონიის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსული გემების გავლა სრუტეში იაპონიის ტერიტორიასთან ასე ახლოს, იშვიათად ხდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S