
კელი დეგნანი: "ვიდრე რუსეთი ახალ დაპირებებს გასცემდეს, აუცილებელია, 2008 წელს მიღწეული შეთანხმება შეასრულოს"
17/03/2022 10:21:23 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ვიდრე რუსეთი ახალი დაპირებების გაცემებზე ისაუბრებს, აუცილებელია, 2008 წელს მიღწეული შეთანხმება და დაპირება შეასრულოს – გაიყვანოს რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან.
აშშ-ის ელჩს ჟურნალისტებმა ჰკითხეს რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომზე საქართველო-ჩეჩნეთს შორის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე საუბრის შესახებ.
„როგორც მახსოვს, ეს გზა არის საკმაოდ ძველი პროექტი და დაახლოებით 1970-1980-იან წლებში იყო დაპროექტებული. თუმცა, აუცილებელია, აღვნიშნოთ, რომ ვიდრე რუსეთი რაიმე ახალ პროექტებზე, გზებსა და დაპირებების გაცემებზე ისაუბრებს, აუცილებელია, შეასრულოს 2008 წელს მიღწეული შეთანხმება, დაპირებები და გაიყვანონ პირველ რიგში რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან. მთავარია, რომ მათ შეასრულონ ის დაპირებები, რომლებიც აღებული აქვთ 2008 წლის ომის შემდეგ, შემდეგ ისაუბრონ დანარჩენ დაპირებებზე“, – განაცხადა დეგნანმა.
იხილეთ ასევე: კადიროვი ჩეჩნეთ–საქართველოს გზას კვლავ უმიზნებს: რას ფიქრობენ თბილისში?