Accentnews.ge
ჩერნიგოვზე თავდასხმას 53 ადამიანი ემსხვერპლა

ჩერნიგოვზე თავდასხმას 53 ადამიანი ემსხვერპლა

17/03/2022 10:03:56 ევროპა

ჩერნიგოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიაჩესლავ ჩაუსის ცნობით, გუშინ ქალაქზე თავდასხმას 53 მოქალაქე ემსხვერპლა.

„მტერი აგრძელებს სისტემატურ არტილერიულ და საჰაერო თავდასხმას რეგიონის ცენტრზე, ანადგურებს ინფრასტრუქტურას. ჩვენ უდიდესი დანაკარგები გვაქვს. მხოლოდ გუშინ ქალაქის მორგებმა 53 მოქალაქის გვამი მიიღო, იმ ადამიანების, ვინც რუსმა აგრესორებმა მოკლეს“, - განაცხადა ვიაჩესლავ ჩაუსმა.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს "მწვანე დერეფნების" მოწყობას, რათა მოსახლეობა ადგილიდან გაიყვანონ, თუმცა რუსული ძალები მათ ამის შესაძლებლობას არ აძლევენ.

ჩაუსის თქმით, დღეს ამ საკითხზე მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი გაიმართება, რომელშიც შეიარაღებული ძალებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იქნებიან ჩართული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S