
გაერო: უკრაინა 3 მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა
17/03/2022 10:01:12 ევროპა
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი აცხადებს, რომ უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.
“3 მილიონზე მეტმა უკრაინელმა ლტოლვილმა უკვე დატოვა თავისი ქვეყანა. უკრაინელ ხალხს უკიდურესად სჭირდება მშვიდობა და მსოფლიოს გარშემო ხალხი ამას ითხოვს. რუსეთმა ახლავე უნდა შეწყვიტოს ეს ომი“, - განაცხადა გუტიერესმა.
22–ე დღეა, რუსეთი უკრაინაში უმოწყალოდ ბომბავს მათ შორის სახლებს, საავადმყოფოებს, სკოლებს.