Accentnews.ge
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კვლავ ღამურებზე ლაპარაკობს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კვლავ ღამურებზე ლაპარაკობს

17/03/2022 09:52:37 მსოფლიო

რუსეთის მხრიდან უკრაინაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების თაობაზე მზარდი შეშფოთების ფონზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კვლავ განაცხადეს, რომ აშშ უკრაინის ბიოლაბორატორიებში ახორციელებდა საიდუმლო პროექტებს.

როგორც 17 მარტს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, აშშ ხარკოვის ლაბორატორიაში მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებდა საიდუმლო პროექტს ღამურებიდან ადამიანებისთვის დაავადებების გადაცემის გზების შესასწავლად და როგორც კონაშენკოვი ირწმუნება, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აქვს უკრაინული ლაბორატორიების თანამშრომლებისგან მიღებული შესაბამისი დოკუმენტები.

მისი თქმით, ახლო მომავალში გამოქვეყნდება ახალი დოკუმენტები უკრაინის ტერიტორიიდან დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ადამიანის დიდი რაოდენობით ბიომასალების გატანის შესახებ.

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გააქტიურეს პროპაგანდისტული კამპანია უკრაინაში არსებულ ბიოლაბორატორიებში საიდუმლო ცდებსა და ქიმიური, თუ ბიოლოგიური იარაღის შექმნის შესახებ. დასავლეთში ამას ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ნიადაგის შექმნის მცდელობად აფასებენ.

მსგავსი დეზინფორმაციული კამანიის სამიზე არაერთზელ იყო საქართველოში არსებული ლუგარის სახელობის ლაბორატორიც ქიმიური და ბიოლოგიური იარაღისა და ვირუსების კონტექსტში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S