Accentnews.ge
ჰერბსტი: „მიმაჩნია, საქართველოს მთავრობამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა ბრიჯიტ ბრინკსს აგრემანი არ მისცა“

ჰერბსტი: „მიმაჩნია, საქართველოს მთავრობამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა ბრიჯიტ ბრინკსს აგრემანი არ მისცა“

11/09/2019 06:33:25 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ანალიტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი, აშშ–ის ელჩის ამ დრომდე არყოლაზე საქართველოს მთავრობას ადანაშაულებს.

ამის შესახებ ჰერბსტმა „აქცენტთან“ საუბრისას განაცხადა.  

„აშშ–საქართველოს ურთიერთობები მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. ამ ორ ქვეყანას კარგი ურთიერთობები აქვთ. მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ  სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა ბრიჯიტ ბრინკსს, რომლის კანდიდატურაც აშშ–ის ელჩის თანამდებობაზე გასულ წელს განიხილებოდა, აგრემანი არ მისცა. იგი ბრწყინვალე დიპლომატია. ჩემი აზრით, ამ კანდიდატურაზე უარის თქმა შეცდომა იყო და ამ შეცდომის შედეგად აშშ–ის საქართველოში ელჩი დღემდე არ ჰყავს. ახალი ელჩის კანდიდატურა ცოტა ხნის წინ დასახელდა,  ვიმედოვნებ, საქართველოს მთავრობა მას აგრემანს მისცემს“, – განუცხადა „აქცენტს“ ჰერბსტმა. 

ცნობისთვის: 2018 წლის დეკემბერში გავლენიანი გამოცემა Foriegn Policy იუწყებოდა, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-ის ახალ ელჩად ბრიჯიტ ბრინკსის დანიშნვას ბლოკავდა, რადგან მას ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილად მიიჩნევდა. მოგვიანებით გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა. 

აშშ–მა  საქართველოში ელჩობის ახალი კანდიდატი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დაასახელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S