Accentnews.ge
საჰაერო ტრანსპორტის ბაზარზე უმსხვილესმა რუსულმა მოთამაშემ ფრენები სრულად შეაჩერა– მედია

საჰაერო ტრანსპორტის ბაზარზე უმსხვილესმა რუსულმა მოთამაშემ ფრენები სრულად შეაჩერა– მედია

17/03/2022 08:46:02 მსოფლიო

რუსეთის უმსხვილესი ტვირთგადამზიდველი კომპანიის „ვოლგა-დნეპრის“ თვითმფრინავებმა ფრენები სრულად შეაჩერეს: ევროპულმა მარეგულირებლებმა აუკრძალეს ფრენები ჯგუფის დამფუძნებლის ალექსეი ისაიკინის კუთვნილ ბრიტანულ და გერმანულ ავიახაზებს,– იუწყება რუსული „კომერსანტი“.

„საჰაერო ტრანსპორტის ბაზარზე უმსხვილესი მოთამაშე „ვოლგა-დნეპრის“ ჯგუფის თვითმფრინავები თითქმის ერთი კვირაა, დაბლოკილია. როგორც ცნობილი გახდა, 10 მარტს ბრიტანეთის და გერმანიის საავიაციო მარეგულირებლებმა აკრძალეს ჯგუფის დამფუძნებლის ალექსეი ისაიკინის მიერ დაარსებული ორი ევროპული ავიაკომპანიის ოპერირება“,– აღნიშნავს გამოცემა.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ აკრძალვის მიზეზი იყო მფლობელის რუსეთის მოქალაქეობა, რომელიც უცხოეთის საავიაციო ხელისუფლებამ აღმოაჩინა.

თავად კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ, ხოლო წყარო ამბობს, რომ ბუნდოვანია, როგორ შეძლებს კომპანია ფუნქციონირებას და პერსონალის შენარჩუნებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S