
"მარიუპოლის 80-90% დაბომბეს"- ქალაქის მერის მოადგილე
17/03/2022 08:21:29 ევროპა
მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვი ამბობს, რომ ამჟამად ქალაქის 80-90% დაბომბილია, დაღუპულთა რაოდენობამ 2,3 ათასს გადააჭარბა, მაგრამ ბევრი ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ რჩება, ამიტომ, დაღუპულთა შესაძლოა, დაღუპული შეიძლება, ბევრად მეტი იყოს.
მისი თქმით, ქალაქში არ არსებობს შენობა, რომელიც დანგრეული ან დაზიანებული არ იყოს.
ორლოვის თქმით, ბლოკადის დროს მარიუპოლში 350 000-დან 400 000-მდე მცხოვრები დარჩა.
„13 მარტის მონაცემებით, დაიღუპა 2 358 ადამიანი. ეს მხოლოდ ის გარდაცვლილები არიან, რომელთა ცხედრებიც ქუჩებში იყო. ამასთან, ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ არის ხალხი, ამიტომ დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა ორჯერ მეტიც იყოს“.
მისი თქმით, დაღუპულებს მასობრივ საფლავებში ასვენებენ. მათი დაახლოებით 70% იდენტიფიცირებულია და ცდილობენ ჩანაწერების წარმოებას:
„ხალხი იკრძალება ქალაქის ცენტრში, ქალაქის ბაღში, რადგან ქალაქის შემოგარენი დაკეტილია - რუსი სამხედროები არ უშვებენ. ზოგი მიცვალებულს სახლების ეზოებში ასაფლავებს“.
ორლოვის თქმით, ოკუპანტებმა საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თითქმის ყველა მანქანა დაცხრილეს, ამიტომ მაშველებს ხანძრის ადგილზე მისვლის საშუალება არ აქვთ. ქალაქს არ მიეწოდება წყალი, წყალს გათბობის სისტემებიდან ასხამდნენ, ასევე იყენებდნენ თოვლის დონობით წარმოქმნილ გუბეებს, ქალაქში არც ერთი ქარხანა არ მუშაობს.
რაც შეეხება მძევლად აყვანილ ექიმებს, ორლოვის თქმით, ერთ-ერთმა სტაჟიორმა თქვა, რომ რუსებმა, რომლებმაც ისინი ტყვედ აიყვანეს, დაჭრილი რუსები მოიყვანეს და აიძულებდნენ, ემკურნალათ:
„ამ ომში ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხალხის კითხვებზე პასუხი არ არის. არ გვაქვს პასუხი 3 000 დედისთვის, სად მიიღონ ჩვილებისთვის საკვები, რადგან საკვები ქალაქში არ არის. არ გაქვს პასუხი შიმშილით დაღუპული ბავშვების დედებისთვის. არ არის საკვები, რადგან ოკუპანტები არ უშვებენ ჰუმანიტარული ტვირთს“.