Accentnews.ge
რუსეთში ეკონომიკური პრობლემების ფონზე რკინიგზის 300–მილიარდიანი პროექტის შეჩერება მოუწიათ

რუსეთში ეკონომიკური პრობლემების ფონზე რკინიგზის 300–მილიარდიანი პროექტის შეჩერება მოუწიათ

17/03/2022 08:04:04 მსოფლიო

რუსეთის ხელისუფლებამ ეკონომიკური მდგომარეობის გამო შეაჩერა 300 მილიარდი რუბლის ღირებულების რკინიგზის პროექტი "ჩრდილოეთის გრძედის გზა",– იუწყება რუსული „კომერსანტი“.

როგორც აღინიშნა, თანხა სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისკენ გადამისამართდება.

პროექტი გულისხმობდა არქტიკულ ზონაში სარკინიგზო დერეფნის შექმნას, რომელიც წელიწადში 23,9 მილიონი ტონა ტვირთის გატარებას შეძლებდა.

გამოცემა წერს, რომ პროექტი შეჩერებულია „მიმდინარე მაკროეკონომიკურ პირობებში პროექტის დასაწყებად საჭირო ფინანსური რესურსების მოზიდვის მაღალი რისკების გათვალისწინებით“.

იმავდროულად, პროექტზე მუშაობა მთლიანად არ შეჩერდება - რუსეთის რკინიგზას და გაზპრომს დაევალა გააგრძელონ მონაკვეთების პროექტირება და მიიღონ სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო ტრანსპორტის სამინისტროს - სატვირთო ბაზის ანალიზი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S