
ბრიტანული დაზვერვა: „უკრაინაში რუსეთის შეჭრა ყველა ფრონტზე შეფერხდა"
17/03/2022 07:32:32 ევროპა
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა "მნიშვნელოვნად შეფერხდა ყველა ფრონტზე".
თავდაცვის სამინისტროს უახლესი მიმოხილვის თანახმად, რუსეთის ჯარებმა ბოლო დღეებში "მინიმალურ პროგრესს" მიაღწიეს ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში:
„ისინი კვლავ იღებენ მძიმე დანაკარგებს და შეჭრა ძირითადად შეჩერებულია ყველა ფრონტზე".
იმავდროულად, უკრაინის თავდაცვა შეფასდა, როგორც "დაჟინებული და კარგად კოორდინირებული" და იუწყებიან, რომ ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი კვლავ უკრაინის კონტროლქვეშ რჩება.