Accentnews.ge
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ პუტინი კიევთან მოლაპარაკების მხოლოდ იმიტაციას ქმნის

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ პუტინი კიევთან მოლაპარაკების მხოლოდ იმიტაციას ქმნის

17/03/2022 07:22:39 ევროპა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსული მხარე მოლაპარაკების იმიტაციას ქმნის.

"უპირველეს ყოვლისა, ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი მოლაპარაკება, რადგან როდესაც თავზე იარაღი ადევთ, ეს არ არის მოლაპარაკება", - თქვა ჟან-ივ ლე დრიანმა.

კითხვაზე, ამჟამად მოვლენათა რა განვითარებაა მოსალოდნელი, მინისტრმა განაცხადა, რომ ელის ბრუტალური მეთოდების გაძლიერებას:

"სამწუხაროდ, ვხედავთ იმავე რუსულ ლოგიკას - მაქსიმალისტურ მოთხოვნებს, მოთხოვნებს უკრაინის კაპიტულაციის შესახებ, გართულებულ მდგომარეობას ალყაში მოქცეული ქალაქების. როგორც უკვე იყო გროზნოსა და ალეპოში, ისინი იყენებენ ტიპურ კომპლექტს - განურჩეველი დაბომბვა; ე.წ. "ჰუმანიტარული დერეფნები", რათა შემდეგ განაცხადონ, რომ ეს მოწინააღმდეგე არ ასრულებს შეთანხმებებს; და მოლაპარაკებები, რომელთაც სხვა მიზანი არ აქვს, გარდა იმიტაციისა", - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ თუ საქმე შეეხება უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებას, საფრანგეთში ეჭვები არ იქნება, თუ ვინ ჩაიდინა ეს.

„თუ იქნება ქიმიური ან ბაქტერიული იარაღით შეტევა, ჩვენ გავიგებთ, ვინ დგას ამის უკან – ეს რუსეთია. არაკონვენციური საშუალებების გამოყენება გულისხმობს დაუშვებელ ესკალაციას და მოითხოვს „რეაქციას ტაბუს გარეშე“, აბსოლუტურად მასშტაბურ და რადიკალურ ეკონომიკურ სანქციებს“,– განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: ლიტვის თავდაცვის მინისტრმა მიანიშნა, რომ ნატო განიხილავს რეაგირებას რუსეთის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე და რომ რეაქცია შეიძლება, იმაზე მკაცრი იყოს, ვიდრე ამას პუტინი მოელის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S