Accentnews.ge
კანადა ცას ბელარუსის თვითმფრინავებისთვისაც ხურავს

კანადა ცას ბელარუსის თვითმფრინავებისთვისაც ხურავს

17/03/2022 06:55:38 მსოფლიო

კანადა ბელარუსის თვითმფრინავებს ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს, ამის შესახებ კანადის ტრანსპორტის მინისტრმა Twitter-ზე დაწერა.

"ამოქმედდება დაუყოვნებლივ - ყველა საჰაერო ხომალდს, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს, რეგისტრირებს, იჯარით იღებს, ოპერირებს ან აკონტროლებს რუსეთის ან ბელორუსის მოქალაქე, ეკრძალება კანადის საჰაერო სივრცეში შესვლა, გასვლა ან გადაფრენა", - ამბობს მინისტრი.

როგორც განიმარტა, შეზღუდვა ნაწილია კანადის ეკონომიკური ზომების რუსეთის ახლო მხარდამჭერების წინააღმდეგ:

”ჩვენ არ მოვერიდებით და დაუყოვნებლივ მივიღებთ ზომებს, თუ დადასტურდება ამ შეზღუდვების შეუსრულებლობა”.

ამასთან, კანადაში პროპაგანდისტული რუსული ტელეარხის RT (Russia Today) მაუწყებლობა აიკრძალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S