
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 888 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი
17/03/2022 06:58:35 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 888 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 831 ადამიანი, გარდაიცვალა 17 პაციენტი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 620 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 218 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 402 PCR ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.92% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.54%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 888 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 434 შემთხვევა,
- აჭარა - 32,
- იმერეთი - 111,
- ქვემო ქართლი - 29,
- შიდა ქართლი - 50,
- გურია - 42,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 53,
- კახეთი - 88,
- მცხეთა-მთიანეთი - 25,
- სამცხე-ჯავახეთი - 10,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 29 029 საიდანაც, 986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 459, აჭარაში - 70, იმერეთში - 222. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 280 პირი, მათ შორის, თბილისში - 137, აჭარაში - 40, იმერეთში - 49. 28 043 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.