
„დასავლეთის შეცდომებისთვის ფასს უკრაინა იხდის“ - ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი
17/03/2022 07:46:11 ევროპა
უკრაინა ახლა იმის საფასურს იხდის, რომ დასავლეთს წლების განმავლობაში არ ესმოდა ვლადიმირ პუტინის მიერ შექმნილი საფრთხეების,– ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ბორის ჯონსონმა BBC-სთან განაცხადა.
მისი თქმით, პრობლემა იმ ევროპულმა ქვეყნებმა შექმნეს, რომელთაც 2014 წელს ყირიმის ანექსიის მიუხედავად, „პუტინი დააბრუნეს, როგორც საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი“.
ამასთან, ჯონსონის ფიქრობს, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში უკვე ჩაიშალა, რადგან მან ვერ შეაფასა უკრაინაში „წინააღმდეგობის სიძლიერე“.
ჯონსონის განცხადებები გაჟღერდა საუდის არაბეთში ვიზიტის დროს, სადაც მან ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები განიხილა.
მისი თქმით, დასავლეთი ახლა უნდა დარწმუნდეს, რომ ის „არასოდეს აღარ იქნება დაექვემდებარება პუტინის შანტაჟს“, მათ შორის ენერგეტიკული კუთხით.
უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანეთის პრემიერის ვიზიტი მწვავედ გააკრიტიკეს ბრიტანელმა ლეიბორისტებმა საუდის არაბეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამო. როგორც აღინიშნა, ჯონსონმა "ერთი დიქტატორი ამჯობინა მეორეს".
საპასუხოდ პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე თვალებს არ „ხუჭავს“, თუმცა ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით უნდა იყოს „რეალისტი“ და „გლობალურ სურათს შეხედოს“.