Accentnews.ge
ლანდსბერგისი: „საქართველო, სომხეთი, მოლდოვა დაცულნი უნდა იყვნენ პუტინიზმისგან"

ლანდსბერგისი: „საქართველო, სომხეთი, მოლდოვა დაცულნი უნდა იყვნენ პუტინიზმისგან"

17/03/2022 06:15:10 ევროპა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, „საქართველო, სომხეთი, მოლდოვა დაცულნი უნდა იყვნენ პუტინიზმისგან".

ამასთან, აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის მხარის არ დაჭერა, ნიშნავს პუტინიზმის მხარდაჭერას.

„ეჭვგარეშეა, რომ უკრაინისთვის მხარის არ დაჭერა - ნიშნავს პუტინიზმის მხარდაჭერას. როდესაც პუტინიზმი გაიმარჯვებს, ყველა დამარცხდება - უკრაინა, დასავლეთი, ღობეზე მსხდომებიც. პუტინიზმის ადგილი იგივეა, რაც მე-20 საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმების - ნაციზმის, კომუნიზმის, მაოიზმის. პუტინის Z ასოს ადგილი სვასტიკის გვერდით არის, ანუ ისტორიის ორგანული ნარჩენების კონტეინერში.

პუტინიზმისთვის სანქციების მოხსნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პუტინისტები მართლმსაჯულებას ვერ გაექცევიან. პუტინიზმი უნდა გავაჩეროთ უკრაინაში, წინააღმდეგ შემთხვედვაში, კიბოსავით გავრცელდება. საქართველო, სომხეთი, მოლდოვა დაცულნი უნდა იყვნენ პუტინიზმისგან და, რა თქმა უნდა, “დემოკრატიული” ბელარუსისგან.

დასავლეთმაც უნდა გაწმინდოს პუტინიზმის სული. ეს პროცესი დაიძრა - თითოეული ჩამორთმეული იახტით, ვილებით, დახურული ანგარიშებით. უკრაინაში ომმა მასიური და საყოველთაო დეპუტინიზაცია დაიწყო. ბომბები მშვიდობიან მოსახლეობას ეცემა და დრო კი გადის”,– დაწერა დიპლომატმა Facebook-ზე.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს ომს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც - საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს და სასწავლო დაწესებულებებს. ომს უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S