დასავლეთში რუსული ელიტების წარომადგენლების ქონების აღმოჩენისა და დაყადაღებისთვის საერთაშორისო ჯგუფი შეიქმნა
17/03/2022 06:11:39 მსოფლიო
აშშ-მა შექმნა საერთაშორისო ჯგუფი რუსი ელიტების დასავლეთში ქონების აღმოჩენისა და დაყადაღებისთვის. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა.
შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა გუშინ ონლაინ შეხვედრა გამართა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან, რათა ამოქმედდეს რუსული ელიტებს, რუსეთის წარმომადგენლების და ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი მრავალმხრივი სპეციალური ჯგუფი (REPO).
ჯგუფი მოიცავს წარმომადგენლებს ავსტრალიიდან, ბრიტანეთიდან, კანადიდან, იაპონიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და ევროკომისიიდან და აშშ-ის სახელმწიფო ხაზინიდან.
სპეციალურ ჯგუფში შედის თითოეული წევრი ქვეყნის იურისდიქციაში არსებული ფინანსთა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები. თითოეული მათგანი სხვებთან თანამშრომლობით შეეძლება შეაგროვოს და ერთმანეთს გაუზიაროს ინფორმაცია, გადადგას კონკრეტულ ნაბიჯები, მათ შორის სანქციები დაუწესოს, გაყინოს და ყადაღა დაადოს ქონებას და სისხლის სამართლებრივი დევნა გამოაცხადოს რუს ოლიგარქებსა და ელიტებზე.
REPO-ს სპეციალურმა ჯგუფმა განიხილა მოქმედების ეფექტური გზები, რომლითაც შესაძლებელი გახდება ჯგუფის ძალების გაერთიანება და რუსეთისთვის კოლექტიური ფინანსური სანქციების დაწესება ისევე, როგორც ურთიერთდახმარება თითოეული ქვეყნის იურისდიქციაში სამიზნე აქტივების აღმოჩენასა და გაყინვაში.
„ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა მსოფლიოს გარშემო გავყინოთ და ყადაღა დავადოთ სანქცირებული რუსი ოლიგარქების ქონებას. ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას რათა გადავდგათ ყველა კონკრეტული ნაბიჯი მათ წინააღმდეგ, ვისი კრიმინალური ქმედებებიც რუსეთის ხელისუფლებას საშუალებას აძლევს უკრაინის წინააღმდეგ უსამართლო ომი გაგრძელდეს“ - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა


