Accentnews.ge
მელიტოპოლის მერი 9 წვევამდელის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

მელიტოპოლის მერი 9 წვევამდელის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

17/03/2022 06:02:31 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელის დაშა ზარივნას ცნობით, უკრაინამ მელიტოპოლის მერ ივან ფიოდოროვის სანაცვლოდ რუსეთის არმიას ცხრა დატყვევებული წვევამდელი (2002-2003 წლებში დაბადებულები) გადასცა.

„ესენი ფაქტობრივად ბავშვები არიან, წვევამდელები რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში „არ იმყოფებიან", - თქვა მან.

ზარივნას თქმით, ფიოდოროვი ხუთ დღეზე მეტ ხანს ჰყავდათ ოკუპანტებს და ცდილობდნენ თანამშრომლობაზე დათანხმებას, თუმცა მერმა უარი თქვა.

გათავისუფლების შემდეგ მერი ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S