Accentnews.ge
ზელენსკი ახალი სამხედრო კავშირის - U24 შექმნის წინადადებით გამოდის

ზელენსკი ახალი სამხედრო კავშირის - U24 შექმნის წინადადებით გამოდის

17/03/2022 05:56:45 ევროპა, მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უნდობლობას უცხადებს არსებულ ინსტიტუტებს და საერთაშორისო საზოგადოებას ახალი სამხედრო კავშირის – U24-ის შექმნის წინადადებით მიმართავს.

„მივმართე ამერიკის შეერთებულ შტატებს და პასუხისმგებლობის მქონე ყველა სახელმწიფოს, ახალი გაერთიანების - U24-ის შექმნის საკითხზე, რომელიც გასცემს გარანტიას, რომ ყოველი აგრესორი მიიღებს კოორდინირებულ, სწრაფ და ეფექტიან პასუხს დაუყოვნებლივ და არა ერთი კვირის, თვის ან წლის შემდეგ. ის პირველ 24 საათში დაიწყებს შეტევას.

ჩვენ უკვე აღარ შეგვიძლია, ვენდოთ მოქმედ ინსტიტუტებს. ჩვენ არ შეგვიძლია, იმის იმედად ვიყოთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში ბიუროკრატები ასე სწრაფად შეიცვლებიან. ამიტომ, ჩვენ უნდა ვეძებოთ ახალი გარანტიები, შევქმნათ ახალი ინსტიტუტები, შევქმნათ ახალი მექანიზმები; ავიყვანოთ ისინი, რომლებიც გაბედულად გააკეთებენ იმას, რასაც სამართლიანობა მოითხოვს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტი აკრიტიკებს მათ შორის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ მისგან ქმედით ნაბიჯებს მოითხოვს.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ახლა არ აცხადებს პრეტენზიას NATO-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის გააქტიურებაზე და მხოლოდ ცის დახურვას ითხოვს, რათა რუსეთმა საჰაერო დარტყმები ვერ განახორციელოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S