Accentnews.ge
მარიუპოლის თეატრის შენობასთან, რომელიც დაიბომბა, იყო გაფრთხილება, რომ იქ ბავშვები არიან

მარიუპოლის თეატრის შენობასთან, რომელიც დაიბომბა, იყო გაფრთხილება, რომ იქ ბავშვები არიან

17/03/2022 05:52:26 ევროპა

ამერიკული კერძო კომპანიის Maxar Technologies მიერ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების მიხედვით, უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრის შენობის ორ მხარეს, მიწაზე დიდი ასოებით, რუსულად ეწერა გამაფრთხილებელი სიტყვა - "ბავშვები".

კომპანიის ცნობით, ფოტოები გადაღებულია 14 მარტს.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 16 მარტს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ძლიერი საავიაციო ბომბი ესროლეს თეატრის შენობას, რომელსაც თავს აფარებდა ასეულობით ბავშვი და ქალი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თეატრის შენობის აფეთქბაში დაადანაშაულა უკრაინული ბატალიონი „აზოვი“.

უკრაინული მედიასაშუალებები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ პოლკ „აზოვს“ საბრძოლო ავიაცია არ გააჩნია.

დაზუსტებული ცნობები მსხვერპლის შესახებ ამ დრომდე არ არსებობს, რადგან ქალაქი მარიუპოლი საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ზონაა და თეატრის დაბომბილ შენობასთან მიახლოება გართულებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S