Accentnews.ge
WHO ადასტურებს უკრაინის 43 სამედიცინო დაწესებულებებზე თავდასხმას

WHO ადასტურებს უკრაინის 43 სამედიცინო დაწესებულებებზე თავდასხმას

17/03/2022 05:48:40 ევროპა

უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) დადასტურებული აქვს სამედიცინო დაწესებულებებზე 43 თავდასხმის ფაქტი. საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, სულ მცირე 33 თავდასხმისას გამოყენებული იყო მძიმე შეიარაღება, მათ შორის სარაკეტო სისტემები და ტანკები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, უკრაინის ჯანდაცვის სისტემა შესაძლებლობების ზღვარზეა, ამიტომ აუცილებელია საერთაშორისო დონორების მიერ დახმარების დაუყოვნებლივ გაზრდა.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს ომს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც - საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს და სასწავლო დაწესებულებებს. ომს უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S