
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბათუმში დღეს პოლონელ კოლეგას უმასპინძლებს
17/03/2022 05:49:32 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში დღეს პოლონელ კოლეგას მათეუშ მორავიეცკის უმასპინძლებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, "პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა".
"ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები ერთობლივად გახსნიან პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლს, რომელიც ახალ ბულვარში დაიდგა"- აცხადებენ ადმინისტრაციაში.