მედია – შავ ზღვაში მყოფი რუსული გემებიდან ოდესის ოლქზე სარაკეტო დარტყმების ინტენსივობა იზრდება
16/03/2022 20:15:03 მსოფლიო
შავ ზღვაში მყოფი რუსული გემებიდან ოდესის ოლქზე სარაკეტო დარტყმების ინტენსივობა იზრდება, –იუწყება CNN აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ იბომბება არა ოდესა, არამედ მის მახლობლად მდებარე ზოგიერთი ქალაქი.
"დარტყმებს შავ ზღვაში მყოფი რუსული ხომალდებიდან ახორციელებენ", – დასძინა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა.


