Accentnews.ge
მედია: სლოვაკეთმა თანხმობა განაცხადა, გადასცეს S 300-ები უკრაინას

მედია: სლოვაკეთმა თანხმობა განაცხადა, გადასცეს S 300-ები უკრაინას

16/03/2022 19:50:00 მსოფლიო

სლოვაკეთმა თანხმობა განაცხადა, გადასცეს S 300-ები უკრაინას, – იუწყება CNN

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვითი სისტემა S 300-ის გადაცემა აშშ-ს 16 მარტს სთხოვა.

გამოცემის ცნობით, თუ სლოვაკეთი უკრაინას თავის კუთვნილ S-300-ებს მიაწვდის, სანაცვლოდ, სავარაუდოდ, აშშ-ის წარმოების საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემას პატრიოტს მიიღებს.

გერმანიამ და ნიდერლამდებმა უკვე საჯაროდ განაცხადეს, რომ სლოკავეთს პატრიოტებს გადასცემენ.

თუმცა გართულებული საჰაერო თავდაცვის არქიტექტურის პირობებში, შესაძლოა ეს პროცესი დროში გაიწელოს.

ცნობისთვის: აშშ უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა დღეს განაცხადა.

"უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, უკრაინულ მხარეს მაღალი სიშორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებსა და შესაბამის საბრძოლო მასალას მივაწვდით", – განაცხადა ბაიდენმა, თუმცა არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელ კომპლექსებზეა საუბარი.

გარდა ამისა, მან უკრაინის დასახმარებლად დამატებით $800 მლნ-ის გამოყოფის შესახებ განაცხადა.

"ეს უკრაინისთვის მისი უსაფრთხოების ასამაღლებლად მარტო ამ კვირაში გაწეულ დახმარებას 1 მლრდ დოლარამდე ზრდის. ეს იქნება აღჭურვილობის პირდაპირი მიწოდება აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსგან. პაკეტში შევა 800 ერთეული საზენიტო სისტემა, რათა უკრაინელებმა მოიერიშეების შეჩერება და საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვა შეძლონ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისივე ინფორმაციით, კიევს მიეწოდება ასევე 9 ათასი ერთეული ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება, დრონები (თუმცა ბაიდენს რაოდებობა არ დაუკონკრეტებია), ჯამში 7 ათასი ერთეული ტყვიამფრქვევი, ყუმბარმტყორცნი, სხვადასხვა საბრძოლო მასალა, მათ შორის - საარტილერიო დანადგარები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S