Accentnews.ge
ვოლსკი: "არ მომეწონა კრამერის დამოკიდებულება: შეეძლო, გაცილებით დიპლომატიურად გაეკეთებინა"

ვოლსკი: "არ მომეწონა კრამერის დამოკიდებულება: შეეძლო, გაცილებით დიპლომატიურად გაეკეთებინა"

10/09/2019 18:03:24 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთ ლიდერ გია ვოლსკის განცხადებით, ამასთან მან ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროს მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერს შეეძლო, დღეს უფრო დიპლომატიურად მოქცეულიყო. საუბარია მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციაზე დღეს განვითარებულ მოვლენებზე. 

"არ უნდა მისულიყო [ირმა ინაშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე], არ იყო სწორი ეს ნაბიჯი: საერთაშორისო კონფერენციაა, საკმაოდ საინტერესო. შეიძლება, იქ ბევრი ადამიანია, რომელიც განსხვავებულ აზრს აფიქსირებს და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია, ან ყოფილი...ყოველ შემთხვევაში, კონფერენციაზე მისვლა, სადაც მიწვეული არ ხარ, ყოველთვის სკანდალთან არის დაკავშირებული. სკანდალი იყო პოლიტიკური მიზანი და მიაღწია კიდევაც, თავისი სათქმელიც თქვა. არ მომეწონა თვითონ კრამერის დამოკიდებულება, გაცილებით დიპლომატიურად შეეძლო გაეკეთებინა ის, რაც ბოლოს მაინც გააკეთეს. მერე თქვა, არ ვიცოდი ვინ იყოო. გამოვიდა, რომ ჩვენი კოლეგა მივიდა და მას უხეშად მოექცნენ, არ არის ეს ლამაზი",–  განაცხადა გია ვოლსკიმ. 

ცნობისთვის: საერთაშორისო კონფერენცია, რომლის ორგანიზატორიც მაკკეინის ინსტიტუტი და ეკონომიკური კვლევის ცენტრია, ორი დღეა, თბილისში მიმდინარეობს. კონფერენციაზე დღეს ირმა ინაშვილი "ობიექტივის" გადამღებ ჯგუფთან ერთად რეგისტრაციის გარეშე მივიდა და სიტყვა მოითხოვა. მას შელაპარაკება მოუვიდა დევიდ კრამერთან. 

"პასუხს აგებ ამდენი ტყუილის გამო. რატომ არ ვართ ჩვენ მოწვეულები?",– მიმართა მან კრამერს.  

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, კონფერენციაზე გუშინ მთელი დღის განმავლობაში მის პარტიაზე საუბრობდნენ, მათ კი პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ ეცემათ. 

მან თქვა, რომ ღონისძიებაზე მიწვეული არაა, თუმცა როგორც პარლამენტის ვიცე–სპიკერს, მასზე დასწრების უფლება აქვს. ამასთან, მან სიტყვით გამოსვლა მოითხოვა. 

თავის მხრივ კრამერმა განმარტა, რომ ერთადერთი, რასაც ითხოვს, რეგისტრაციააა, ხოლო ღონისძიებაზე შეჭრა – უხეშობა.

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დაესწროს ამ კონფერენციას. ერთადერთი, რასაც ვითხოვთ რეგისტრაციაა. ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენი პოლიტიკური შეხედულებები, შეგიძლიათ, მიიღოთ მონაწილეობა. თუმცა კონფერენციაზე შეჭრა გულწრფელად, რომ ვთქვა უხეშობაა. ვიმედოვნებ, ახლა ყველა დამშვიდდება და განვაგრძობთ იქიდან, სადაც შევჩერდით“, – აღნიშნა კრამერმა.          

განმარტება ასევე გააკეთა ღონისძიების ერთ–ერთმა ორგანიზატორმა. კერძოდ, მისი თქმით, მედიისა და თავისუფალი დამსწრეებისთვის ღიაა ღონისძიება, თუმცა ამისთვის რეგისტრაციაა საჭირო, ერთი მოქალაქე კი ცდილობდა პანელის ჩაშლას, რომელიც სწორედ რუსეთის გავლენებს ეხება. ორგანიზატორი გულისხმობდა "ობიექტივის" ჟურნალისტს გიორგი კასრაძეს. 

მოგვიანებით კასრაძემ განმარტა, რომ მისთვის მიუღებელია, საქართველოს გაერთიანება რომელიმე ორგანიზაციაში საქართველოს ტერიტორიების ხარჯზე და ასევე მიუღებელია, იმართებოდეს ღონისძიება, სადაც მსგავსი იდეები ჟღერდება. ჟურნალისტი ამბობს, რომ სწორედ ამან განაპირობა მისი უკმაყოფილება. მას მხედველობაში ჰქონდა ნატო–ს ყოფილი გენმდივნის განცხადება ნატო–ს მეხუთე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც ინტერპრეტაციის საფუძველი გახდა. კერძოდ, რასმუსენმა განაცხადა, რომ საჭიროა, საქართველომ გადაწყვიტოს, უღირს თუ არა ნატოში გაწევრიანება ისე, რომ პირველ ეტაპზე კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატო–ს მეხუთე მუხლი მხოლოდ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდეს. აქ საუბარი არ არის საქართველოს ტერიტორული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაზე, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ნატო აღიარებს. რასმუსენმა ასევე განმარტა, რომ ეს ინიციატივა არ გულისხმობს ოკუპირებული ტერიტორიების ლეგიტიმაციას.

პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერ ირმა ინაშვილს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების და კითხვის დასმის შესაძლებლობა მიეცა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S