Accentnews.ge
ერმაკი: "მელიტოპოლის მერი თავისუფალია"

ერმაკი: "მელიტოპოლის მერი თავისუფალია"

16/03/2022 18:10:15 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრეი ერმაკის განცხადებით, მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა დაატყვევეს, თავისუფალია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ფიოდოროვის გათავისუფლებისთვის სპეცოპერაცია ჩაატარეს.

11 მარტს უკრაინის პრეზიდენტის ადმინიტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მელიტოპოლის მერი რუსებმა გაიტაცეს. 12 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მელიტოპოლის გატაცებული მერი ცოცხალია, თუმცა რუსი ოკუპანტები მას აწამებენ.

გარდა ამისა, დნეპროპრუდნის მერიც გატაცებულია ოკუპანტების მიერ, თუმცა მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S