![„ჩვენი ქვეყნის მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა“: ილია თოფურიასა და პადი პიმბლეტს შორის ინციდენტი მოხდა [ვიდეო]](https://www.accentnews.ge/storage/files/275650775_656033115680127_6532948598963009844_n.jpg)
„ჩვენი ქვეყნის მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა“: ილია თოფურიასა და პადი პიმბლეტს შორის ინციდენტი მოხდა [ვიდეო]
16/03/2022 17:35:48 საზოგადოება
ლონდონის მებრძოლთა სასტუმროში სპორტსმენებს ილია თოფურიასა და პადი პიმბლეტს შორის ინციდენტი მოხდა.
როგორც მოგვიანებით ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა განმარტა, დაპირისპირება დიდი ხანია არსებობს და ის პიმბლეტის მიერ საქართველოს შეურაცხმყოფელად მოხსენიებას უკავშირდება: „დაახლოებით ორი წლის წინ ამ პიროვნებამ გურამ ქუთათელაძეს ოქტაგონზე ბრძოლაში გამოწვევაზე შეურაცხმყოფელი კომენტარით უპასუხა საქართველოზე“.
დვალიშვილი ასევე ყვება, რომ „უპატივცემულობა გამოავლინა [პიმბლეტი] ჩვენი ქვეყნის მიმართ, როცა განაცხადა, რომ რუსეთი სწორად მოიქცა, როცა საქართველო დაანგრია. თუ არ იცით, რუსეთმა საქართველოში იგივე ჩაიდინა, რასაც უკრაინაში სჩადის: მათ ათასობით ქართველი დახოცეს და ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვთ!“.