Accentnews.ge
მედია – უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს

მედია – უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს

16/03/2022 17:11:23 მსოფლიო

Financial Times უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებებში ჩართულ 3 ადამიანზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყნებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს 15-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის ნაწილში, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანას მოიცავს იმ შემთხვევაში, თუ კიევი დათანხმდება ნეიტრალიტეტს და თავისი შეიარაღების შეზღუდვას. ​

შეთანხმება, რომელიც უკრაინულმა და რუსმა მხარეებმა განიხილეს, გულისხმობს კიევის მიერ NATO-ში გაწევრიანების ამბიციაზე უარის თქმას და პირობას, რომ თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე არ განალაგებს უცხო ქვეყნების სამხედრო ბაზებს და შეიარაღებას, სანაცვლოდ მას დაიცავენ ისეთი მოკავშირეები, როგორებიც არიან აშშ, დიდი ბრიტანეთი და თურქეთი.

გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვიც და კიევიც აცხადებენ, რომ შეთანხმების პირობებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ სკეპტიკურად არიან განწყობილნი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მშვიდობა სურს და გამოთქვამენ ეჭვებს, რომ მოსკოვი შესაძლოა, დროის გაყვანას ცდილობს სამხედრო ძალების გადაჯგუფებისა და შეტევის განახლებისთვის. უკრაინა აცხადებს, რომ თუ ნეიტრალიტეტზე შეთანხმება შედგება, ეს მოხდება უკრაინული მოდელით და უსაფრთხოების აბსოლუტური გარანტიებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S