Accentnews.ge
სტოლტენბერგი მინისტერიალის შემდეგ: "ნატო-ს მოკავშირეების საერთო პოზიციაა, რომ ალიანსმა უკრაინის თავზე ფრენის აკრძალული ზონა არ უნდა შექმნას"

სტოლტენბერგი მინისტერიალის შემდეგ: "ნატო-ს მოკავშირეების საერთო პოზიციაა, რომ ალიანსმა უკრაინის თავზე ფრენის აკრძალული ზონა არ უნდა შექმნას"

16/03/2022 16:03:15 მსოფლიო

მიუხედავად უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განმეორებითი მოწოდებისა, ნატო–ში აცხადებენ, რომ ალიანსი უკრაინის თავზე ფრენის აკრძალული ზონას არ შექმნის.

"ნატო-ს მოკავშირეების საერთო პოზიციაა, რომ ალიანსმა უკრაინის თავზე ფრენის აკრძალული ზონა არ უნდა შექმნას. უკრაინაში არ იქნება ჩვენი საჰაერო ან სახმელეთო შესაძლებლობების განლაგება და ეს ჩვენი მოკავშირეების საერთო პოზიციაა. ჩვენ ვხედავთ ნგრევას, ჩვენ ვხედავთ ადამიანთა ტანჯვას უკრაინაში, მაგრამ ეს ვითარება შეიძლება, კიდევ უფრო გაუარესდეს, თუ ნატო მიმართავს ისეთ ქმედებას, რომელიც ამ ვითარებას რეალურად ნატო–სა და რუსეთს შორის სრულმასშტაბიან ომად გადააქცევს", – განაცხადა სტოლტენბერგმა ნატო–ს თავდაცვის მინისტერიალის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, მოკავშირეები კვლავ განაგრძობენ უკრაინისთვის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კუთხით დახმარების გაწევას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S