Accentnews.ge
აშშ რუსეთს ქიმიური ან/და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ აფრთხილებს

აშშ რუსეთს ქიმიური ან/და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ აფრთხილებს

16/03/2022 16:02:06 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევს ტელეფონით ესაუბრა.

რუსული მედიის ინფორმაციით, პატრუშევმა მოუწოდა აშშ-ს, "შეწყვიტოს უკრაინელი ნეონაცისტების მომარაგება შეიარაღებითა და დაქირავებული მეომრებით, რადგან მსგავსი ქმედებების გაგრძელება დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს".

თავის მხრივ, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, რუსეთის მიმართ შემზღუდავი ზომების გატარებასა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ "თუ რუსეთი დიპლომატიას სერიოზულად ეკიდება, უკრაინულ ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებზე შეტევები უნდა შეწყვიტოს".

სალივანმა რუსული მხარე ქიმიური ან/და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებაც გააფრთხილა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S