Accentnews.ge
დეფოლტის რეალური საფრთხის წინაშე მდგომი რუსეთის ლიდერის ახალი სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ნარატივები

დეფოლტის რეალური საფრთხის წინაშე მდგომი რუსეთის ლიდერის ახალი სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ნარატივები

16/03/2022 14:59:00 მსოფლიო

დეფოლტის რეალური საფრთხის წინაშე დამდგარი რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი საკუთარი მოსახლეობის სადეზინფორმაციო პროპაგანდისტული ნარატივებით წამლვას აგრძელებს.

დღეს მინისტრთა კაბინეტთან "ფაშისტური დასავლური სანქციების პირობებში რუსული ეკონომიკის მხარდაჭერის" თემაზე გამართულ თათბირზე, რომლის ნაწილი პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გადაიცა, პუტინმა შემდეგი ცრუ ნარატივები გააჟღერა:

- "რუსეთმა ჩაუშალა გეგმა კიევს, რომელსაც ომის დაწყება სურდა;

- სპეციალური ოპერაცია უკრაინაში დასახულ გეგმასთან სრულ შესაბამისობაში გრძელდება;

- დასავლეთი კიევს სისხლისღვრის გაგრძელებისკენ უბიძგებს, აწვდის რა შეიარაღებასა და დაქირავებულ მეომრებს;

- რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები თავად ამერიკელებსა და ევროპელებს ურტყამთ;

- უცხოური აქტივებისა და ბიზნესების დაყადაღება გაკვეთილად უნდა ექცეთ რუს მეწარმეებს: არაფერია სახსრების საკუთარ ქვეყანაში დაბანდებაზე უფრო სანდო;

- აშშ-მა და ევროკავშირმა ფაქტობრივად დეფოლტი გამოაცხადეს რუსეთის წინაშე ვალდებულებების კუთხით, გაყინეს რა ჩვენი რეზერვები. ახლა რუსეთის თითოეულმა მოქალაქემ იცის, რომ სახელმწიფოს რეზერვები უბრალოდ შეიძლება, მოიპარონ;

- უცხოური კომპანიები, რომლებიც რუსეთში დარჩებიან, სამომავლოდ განვითარების დამატებით შესაძლებლობებს მიიღებენ;

- მიმდინარე მოვლენები წერტილს უსვამს მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაში დასავლეთის დომინირებას;

- აშშ-ისა და მისი მხარდამჭერების სანქციებით შეპყრობილობას არ იზიარებენ ქვეყნები, რომლებშიც მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს;

- რუსეთის შეკავებისა და შესუსტების პოლიტიკა დასავლეთის დიდი ხნის, გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია;

- რუსეთის ეკონომიკა აუცილებლად შეძლებს ახალ რეალობასთან ადაპტირებას;

- ბიზნესი მტრის უპრეცედენტო ზეწოლას შეეჯახა, თუმცა ბანკებმა მას გაუძლეს;

- კოლექტიურ დასავლეთს რუსეთში განხეთქილების გამოსაწვევად მეხუთე კოლონისა და ნაციონალ-მოღალატეების გამოყენება სურს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S