
აშშ და მოკავშირეები უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს უგზავნიან - CNN
16/03/2022 14:45:47 ევროპა, მსოფლიო
შეერთებული შტატები და მისი ნატოელი მოკავშირეები უკრაინაში აგზავნიან რამდენიმე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად,– იუწყება CNN აშშ-ის ოფიციალური პირებზე დაყრდნობით.
როგორც მედიასაშუალებას წყარომ განუმარტა, აღნიშნული სისტემები მოიცავს ავტომატიზირებულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "Оса" (ნატოს კლასიფიკაცია - SA-8), ეს-300 სისტემებს (SA-10, SA-12) და პორტატული საზენიტო სარაკეტო სისტემებს SA-14.
მისი თქმით, სისტემები მიღებულია პარტნიორი ქვეყნებიდან და უკვე "გზაშია", თუმცა ამჟამად გაურკვეველია, როგორ დაბრუნდება სისტემები მიმწოდებელ ქვეყანაში.